თბილისში სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები საპროტესტო მსვლელობას მართავენ

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები იკრიბებიან და მსვლელობით თსუ-სთან გადაინაცვლებენ.
აქციის მონაწილეები 26 ოქტომბრის ს შედეგებს არ აღიარებენ და ხელახალი ს დანიშვნას მოითხოვენ. მათ სხვადასხვა შინაარსის საპროტესტო ბანერები აქვთ გაშლილი.
მათი განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, საფრთხე ექმნება, მათ შორის განათლების სფეროს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, დღეს საფრთხეშია საქართველოს ევროპული მომავალი და ევროპული განათლება.
პროტესტის მონაწილეთა თქმით, ხელისუფლებამ უნდა გაიგოს, რომ საქართველოს მოქალაქეები არ შეეგუებიან არჩევნების გაყალბებას, ქვეყნის ევროპული გზიდან გადახვევას და ისინი ბრძოლას ბოლომდე გააგრძელებენ.
ასევე საპროტესტო მსვლელობას მართავენ კულტურის სფეროს წარმომადგენლებიც.

ასევე დაგაინტერესებთ

4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებზე დაკავებული ვლადიმერ გველესიანი – ჩემს შვილებს ვეტყვი, რომ თავი აწიონ და არ დახარონ, მე აქ არ ვზივარ რამე სამარცხვინოსთვის, მე ვზივარ ჩემი სამშობლოსთვის

ზურაბ ჭავჭანიძე – მედროშეს მეძახიან, ევროკავშირის და საქართველოს დროშა რომ უჭირავს, ის ვარ მე – მშრალი შიმშილობა მაქვს გამოცხადებული – მე სოხუმში დავიღუპე, სიცოცხლეს მხოლოდ სიყვარულისთვის ვაგრძელებ