თბილისში საშობაო ალილოსთვის ემზადებიან | მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან 14:00 საათზე დაიწყება

მართლმადიდებელი მრევლი ალილოსთვის ემზადება. სამების საკათედრო ტაძარში უკვე იკრიბებიან სასულიერო პირები. მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან 14:00 საათზე დაიწყება.

ალილოს ტრადიცია საქართველოში უკვე 20 წელია აღდგა. შეგროვებული ტკბილეული და საახალწლო ნობათი სამების ტაძარში იყრის თავს, საიდანაც ბავშვთა სახლებსა და მოხუცთა თავშესაფრებში გადანაწილდება.
ასევე ნახეთ:
· ალილოს მსვლელობასთან დაკავშირებით, 7 იანვარს თბილისის ქუჩებში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება