თბილისში საქართველო-საუდის არაბეთის ბიზნესფორუმი მიმდინარეობს

თბილისი საქართველო-ს ბიზნესფორუმს მიმდინარეობს. ფორუმზე განიხილება საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები, გაიმართება პანელური დისკუსიები ტურიზმისა და უძრავი ქონების სექტორში საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ. ფორუმის მონაწილეები იმსჯელებენ საქართველოს, როგორც სატრანსპორტო, ლოგისტიკური და ენერგეტიკული ჰაბის პოტენციალზე.
ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ფორუმზე ორი ქვეყნის წარმომადგენლები გაცვლიან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმებს სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკისა და კულტურული ურთიერთობების მიმართულებით.
ფორუმს ესწრება 300-მდე დელეგატი, მათ შორის საქართველოს მთავრობისა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები, საუდის არაბეთის სამთავრობო და ბიზნეს დელეგაცია, საქართველოს ბიზნეს წრეების წარმომადგენლები.