თბილისში სატვირთო ავტომობილისა და მოპედის შეჯახებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

თბილისში, თემქაზე სატვირთო ავტომობილისა და მოპედის შეჯახებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა – მოპედის მძღოლი ადგილზევე გარდაიცვალა. ავტოსაგზაო შემთხვევა შუადღისას მოხდა.
როგორც ტაბულას -ში ეუბნებიან, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.