თბილისში, თავისუფლების მოედანზე მდებარე სასტუმრო Citadines City Centre Tbilisi იყიდება. ინფორმაციას უძრავი ქონების სააგენტოები ავრცელებენ.
როგორც კომპანიების მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, სასტუმროს სავარაუდო ფასი 8.5 მლნ დოლარია. ახალ გარემონტებული Citadines City Centre-ი 67-ოთახიანი სასტუმროა.
სასტუმროს მფლობელი შპს „ლიბერთი ფროფერთის ჯორჯიაა“, რომლის დირექტორები კობა ზაქარიაძე და სვეტლანა კომაროვაა (რუსეთის მოქალაქე), ხოლო 100%-იანი წილის მფლობელი შპს „ვი სი ემ სი“, რომელიც კობა ზაქარიაძეს ეკუთვნის.
