ფილარმონიიდან პარლამენტის მიმართულებით მიმდინარეობს მსვლელობა ლოზუნგით „დედები თავისუფლებისთვის“.
მონაწილეები ხელისუფლებას მოუწოდებენ, დანიშნოს ახალი, სამართლიანი არჩევნები და გაათავისუფლოს საპროტესტო აქციებზე დაკავებული მოქალაქეები.
აქციის მონაწილეებს თან აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები, ასევე ბანერები სხვადასხვა მოწოდებით, მათ შორის: „რუსული ოცნება ანადგურებს მომავალს“, „იბრძოლე შვილებისთვის“ და „ჩვენი შვილები იმსახურებენ ხარისხიან განათლებას“.




