თბილისში საპროტესტო მსვლელობა იმართება

დემონსტრანტებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ მითითებას უპასუხეს, რომლის მიხედვითაც, -მ აქციის მონაწილეებს 21 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ასევე 1-ელი იანვრიდან 9 იანვრის ჩათვლით, კონკრეტული დრო და ადგილი განუსაზღვრა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ისინი არ აპირებენ ამ აკრძალვას დაემორჩილონ და მსვლელობას მაინც გამართავენ.
პროტესტის 388-ე დღესაც დემონსტრანტები უცვლელი მოთხოვნებით გამოვიდეს, ჩატარდეს ვადამდელი და აქციის ფარგლებში დაკავებული პატიმრები გათავისუფლდნენ. ბოლო დროს ამ მოთხოვნებს კიდევ ერთი მოთხოვნა დაემატა, ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება იმასთან დაკავშირებით, თუ რა ნივთიერებები გამოიყენა -მ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში დემონსტრანტების წინააღმდეგ.
10 დეკემბერს, სადავო პარლამენტმა დაჩქარებული სახით განიხილა და მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომლითაც სავალდებულო გახდა „ხალხის ან ტრანსპორტის სავალ ადგილას“ აქციის გამართვისთვის პოლიციის 5 დღით ადრე გაფრთხილება.
ახალი კანონით, თუკი აქცია გაიმართება ხალხის ან ტრანსპორტის სავალ ნაწილზე, ორგანიზატორი (პასუხისმგებელი პირი) ვალდებული იქნება, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო დეპარტამენტს (მანიფესტაციის ჩატარების ადგილის მიხედვით) წერილობით მიმართოს.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ტრანსპორტის ან ხალხის სავალი ნაწილის გახსნის ან/და ტრანსპორტის, ხალხის მოძრაობის აღდგენის შესახებ, თუ შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობის გათვალისწინებით შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება სხვაგვარად შესაძლებელია“, – წერია ახალ კანონში.
ფორუმი