ამ წუთებში საპროტესტო მსვლელობას მართავენ საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროს წარმომადგენლებიც. აიტი სპეციალისტები უკვე მესამე დღეა ქუჩაში არიან გამოსულები. მათ ორი ძირითადი მოთხოვნა აქვთ: ახალი არჩევნები და უსამართლოდ დაკავებული ადმაიანების გათავისუფლება.
აიტი სპეციალისტები ამბობენ, რომ ქვეყანაში ცხოვრება უსაფრთხო აღარ არის და არ იციან, სახლიდან გასვლის შემდეგ დაბრუნდებიან თუ არა სახლში.
“პირველ რიგში, აქ შეკრებილი ყველა ადამიანის მთავარი სამსახური არის სამშობლოს სამსახური. სხვა გზა არ გვაქვს და უნდა ვიბრძოლოთ, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს თავისუფალი და ევროპული” – ამბობს აქციის მონაწილე.