თბილისში, რქაწითელის ქუჩაზე საწყობში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

თბილისში, რქაწითელის ქუჩაზე საწყობში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
“ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები. უწყვეტი მუშაობის შედეგად, მეხანძრე-მაშველებმა დროულად მოახერხეს ხანძრის ლიკვიდაცია.
შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა”. – ვკითხულობთ განცხადებაში.