თბილისში რუსული “მკვდრების პარტიის” ყრილობა ჩატარდა

გასული კვირის ბოლოს თბილისში რუსული „მკვდრების პარტიის“ ყრილობა ჩატარდა. დელეგატებმა ს ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატად პოლიტიკური გვამის წარდგენა გადაწყვიტეს. ჩამოაყალიბეს შემდეგი ლოზუნგები: „გვამი პრეზიდენტად“, „გვამი სჯობს პუტინს“, „პუტინი გვამზე უარესია“ და ა.შ.
„მკვდრების პარტია“ რუსული არტ-პროექტია, რომელიც არტ აქტივიზმს ეწევა. ის მხატვარმა მაქსიმ ევსტროპოვმა 2017 წელს ჩამოაყალიბა. მან რუსეთი დატოვა, ში შეჭრის შემდეგ.
როგორც რადიო თავისუფლების პროგრამა „ეხო კავკაზას“ „მკვდრების პარტიაში“ უთხრეს, რომ ყრილობა თბილისში მიტოვებულ გოგირდის აბანოებთან გაიმართა. ყრილობაზე წარადგინეს „კანდიდატი სიურპრიზიც“ – ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი.
„ისე მოხდა, რომ ხელი ჩაგვივარდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების, რომელშიც ირაკლი ოქრუაშვილის მონაწილეობდა და წარმატებას ვერ მიაღწია, გამოუყენებელი სააგიტაციო მასალები. ჩვენ გადავწყვიტეთ მისთვის მეორე შანსი მიგვეცა – უპირველეს ყოვლისა, ეკოლოგიური მოსაზრებებით და მეორეც ცხოვრება ტანჯვის უწყვეტი ნაკადია, და რატომ არ ვასიამოვნოთ ადამიანს. თუმცა, ყრილობაზე ამ კანდიდატს არ დაუჭირეს მხარი, მისი კანდიდატის წამოსაყენებლად საჭირო საინიციატივო ჯგუფის შექმნასაც არ მოჰყვა მხარდაჭერა (ვინაიდამ მკვდერებს არ აქვთ ინიციატივები), – ნათქვამია ყრილობის პასუხში.
2022 წლის სექტემბერში სანქტ- პეტერბურგში სამართალდამცველებმა „მკვდრების პარტიის“ აქიტივისტები გაჩხრიკეს. 2022 წლის დეკემბერში გახდა ცნობილი, რომ რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მაქსიმ ევსტროპოვზე ძებმა გამოაცხადა.

ასევე დაგაინტერესებთ