თბილისში რამდენიმე ლოკაციიდან მარში „თავისუფლება სინდისის პატიმრებს“ მიმდინარეობს

მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტა.
აქციის – „თავისუფლება სინდისის ყველა პატიმარს” მონაწილეებს მზია ამაღლობელის მხარდამჭერი მარში შეუერთდა. შესაბამიის ლოზუნგით აქცია მიმდინარეობს თსუ-ს პირველ კორპუსთანაც.
პარალელურად, საზოგადოებრივი მაუწყებლის მარშის მონაწილეები საპროტესტო მსვლელობას მართავენ, რომელიც გალაკტიონის ხიდთან სინდისის პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით მიმდინარე მარშს შეუერთდება.
პროტესტის მონაწილეები ერთობლივი მსვლელობით პარლამენტთან გადაინაცვლებენ, სადაც უკვე 65-ე დღეა, უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

სუს-ი – მთავრობის ადმინისტრაციიდან შემოვიდა ინფორმაცია, რომ მათ ვებგვერდზე განხორციელდა სავარაუდო კიბერთავდასხმა და მანიპულაციები – გამოძიება საბოტაჟის და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტებზე დაიწყო

პაატა ზაქარეიშვილი – „ქართული ოცნება“ ხალხით მოვაჭრე კომპანია გახდა – როცა აშშ-ი საქართველოსთვის მოიცლის, ციხეში ბევრი ადამიანი უნდა ჰყავდეთ, რათა თქვან: – ჩვენ მათ ციხიდან გავუშვებთ და იქნებ ხელი ჩამოგვართვა