თბილისში პოპულარული იტალიური ბრენდ Macron Sports-ის მაღაზია გაიხსნა

თბილისში 50-წლიანი ისტორიის მქონე პოპულარული იტალიური ბრენდის, Macron Sports-ის მაღაზია გაიხსნა. ინფორმაციას საქართველოში იტალიის საელჩო ავრცელებს.
საელჩოს ცნობით, Macron Sports Hub Tbilisi სპორტული ტანსაცმლის სახელგანთქმული იტალიური ბრენდ Macron-ის პირველი ოფიციალური მაღაზიაა საქართველოში, რომელიც ფეხბურთის, რაგბის, კალათბურთის, ფრენბურთისა და ხელბურთის ფედერაციების პარტნიორია. მაღაზიის გახსნას იტალიური კომპანიის Macron S.p.A. დირექტორი ჯანლუკა პავანელო და იტალიის საელჩოს წარმომადგენლები დაესწრებოდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ