თბილისში პარკირების ჯარიმები 52%-ით შემცირდა

თბილისში პარკირების ჯარიმები 52%-ით შემცირდა
წელს იანვარ-თებერვალში, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, თბილისში პარკირების ჯარიმები 52%-ით შემცირდა.
უფრო კონკრეტულად, საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე) მიხედვით, 2025 წლის 2 თვეში არასწორი პარკირებისთვის 1 416 079 ლარის ჯარიმა დაიწერა, 2024 წლის იანვარ-თებერვალში 2 931 627 ლარის.
ამასთან, შემცირებულია ზოგადად საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ბიუჯეტში შესული თანხის მოცულობაც. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, წელს იანვარ-თებერვალში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ბიუჯეტში 24 784 839 ლარი შევიდა, წინა წლის იგივე პერიოდში 34 506 121 ლარი.

ცნობისთვის, 2022 წლის შემოდგომიდან პარკირების წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა, ნაცვლად 10 ლარისა, 50 ლარი გახდა.
ბიზნესპრესნიუსი