თბილისში პარკირების დარღვევისთვის ჯარიმებიდან ბიუჯეტში 1 932 071 ლარი შევიდა

2025 წლის იანვარ-მარტში, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, თბილისში პარკირების ჯარიმები 56%-ით შემცირდა.
უფრო კონკრეტულად, საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე) მიხედვით, 2025 წლის 3 თვეში არასწორი პარკირებისთვის 1 932 071 ლარის ჯარიმა დაიწერა, 2024 წლის იანვარ-მარტში კი ეს მაჩვენებელი 4 403 616 ლარის.
ამასთან, შემცირებულია ზოგადად საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ბიუჯეტში შესული თანხის მოცულობაც.
უფრო კონკრეტულად, ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, წელს იანვარ-მარტში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ბიუჯეტში 38 702 890 ლარი შევიდა, წინა წლის იგივე პერიოდში 52 698 780 ლარი.
ცნობისთვის, 2022 წლის შემოდგომიდან პარკირების წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა, ნაცვლად 10 ლარისა, 50 ლარი გახდა.
წყარო: bpn.ge

ასევე დაგაინტერესებთ