თბილისში პარკირებისთვის გამოწერილი ჯარიმების მოცულობა 2023 წელს რეკორდულად, 19 მლნ ლარამდე გაიზარდა

თბილისში გასულ წელს 2022 წელთან შედარებით, ავტომობილის არასწორად პარკირების გამო დაწერილი ჯარიმების მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და 19 024 257 ლარი შეადგინა. 2022 წელს – 5 მლნ ლარი იყო.
ფინანსთა სამინისტროს ხაზინის 2023 წლის ბიუჯეტის 12 თვის შესრულების ანგარიშის მიხედვით, გაზრდილია ზოგადად საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ბიუჯეტში შესული თანხის მოცულობაც. შარშან სანქციებიდან, ჯარიმებიდან და საურავებიდან ბიუჯეტში 363,026 მლნ ლარი შევიდა, 2022 წელს 281,741 მლნ ლარი.
ადმინისტრაციულ სამართლადარღვევათა კოდექსის თანახმად, პარკირების წესების დარღვევისთვის ჯარიმა 50 ლარიდან იწყება.
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში პარკირების ადგილზე სატრანსპორტო საშუალების სატრანსპორტო საშუალების პარკირებისთვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომა – გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალების დამუხტვის ადგილზე სატრანსპორტო საშუალების დასამუხტ მოწყობილობასთან მიერთების გარეშე პარკირება − გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით“, – ნათქვამია კოდექსში.

ასევე დაგაინტერესებთ