თბილისში ორ დაკარგულ ბავშვს ეძებენ

თბილისში, მეორე დღეა, ორ დაკარგულ ბავშვს ეძებენ. ამის შესახებ ახლობლები სოციალურ ქსელში წერენ.

მათი ინფორმაციით, ბავშვები 31-ე საჯარო სკოლიდან გავიდნენ და სახლში არ დაბრუნებულან.

“გუშინ 14:00 საათის შემდეგ დაკარგულია მეექვსე კლასელი ბავშვი (ილიას კლასელი) – 31-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდან. გააზიარეთ თუ ვინმე ხართ ჩუღურეთის, ავლაბრის და ნაძალადევის ჯგუფებში! ბარბარე ლაფაჩი. სკოლიდან სახლში არ დაბრუნებულა. გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ ფოტოს და დაუყონებლივ დამიკავშირდით,” – წერს ახლობელი.

“თეკლა დაიკარგა. თუ სადმე ნახეთ მომწერეთ გთხოვთ”, – წერს მეორე დაკარგული ბავშვის ახლობელი.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ღამბაშიძე: სახარების მიხედვით, დადასტურებულად რაც ვიცით არის ის, რომ ქრისტეს შემდეგ სამოთხეში ის ადამიანი შევიდა, რომელმაც მოწყალება გამოიჩინა. ის კი არა რომ მილიონი ვინმეს შესწირა, ან სამი ეკლესია ააშენა, ან ყველაზე მეტი პირჯვარი გადაიწერა…