თბილისში ნისლი და ქარია მოსალოდნელი

უახლოესი სამი დღის განმავლობაში საქართველოში ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოში 20 იანვარი უმეტესად უნალექოდ ჩაივლის, ტემპერატურა 0 +15 გრადუსი იქნება. 21 იანვარს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ჰაერი დღის განმავლობაში +16 გრადუსამდე გათბება. 22 იანვარს აღმოსავლეთ საქართველოს ბარში, ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია თოვლჭყაპი, ტემპერატურა +1 +9 გრადუსის ფარგლებში იქნება. მთაში და მაღალ მთაში მოსალოდნელია თოვლი. 22 იანვარს მაღალ მთაში ტემპერატურა -15 გრადუსამდე დაეცემა.
დასავლეთ საქართველოში უახლოესი 3 დღის განმავლობაში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. 20 იანვარს ზოგიერთ, ხოლო 21-22 იანვარს უმეტეს რაიონებში იწვიმებს. ტემპერატურა 20-21 იანვარს +4 +18 გრადუსის ფარგლებში იქნება. 22 იანვარს კი +2 +9 გრადუსამდე დაიკლებს. მთაში და მაღალ მთაში უმეტეს რაიონებში თოვლი და ყინვაა მოსალოდნელი.
რაც შეეხება დედაქალაქს 20 იანვარი თბილისში უმეტესად უნალექოდ ჩაივლის, მოსალოდნელია ნისლი. ტემპერატურა +2 +13 გრადუსი იქნება. უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი 21 იანვარსაც, გაძლიერდება ჩრდილო-დასავლეთის ქარი 17-22მ/წმ-მდე. ტემპერატურა +4+14 გრადუსი იქნება. ძლიერი ქარი შენარჩუნდება 22 იანვარსაც, დღისით მოსალოდნელია წვიმა. ტემპერატურა +4+7 გრადუსამდე დაიკლებს.