თბილისში, ნაძალადევის რაიონში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია

თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ერთ-ერთ მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია.
როგორც “ინტერპრესნიუსს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში გაჩნდა.
მათივე ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური და მიმდინარეობს ცეცხლის ლიკვიდაციის სამუშაოები.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ შესულა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჩვენი მიზანია, ინფრასტრუქტურა ბოლომდე დავაწიოთ მზარდ მოთხოვნას, რათა მეტი ქართველი ბავშვი ჩაერთოს ფეხბურთში – ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია როგორც მოგების, ისე წაგების დროს ბოლომდე გვერდით დავუდგეთ ფეხბურთელებს