თბილისში ნაცემი ახალგაზრდა კაცი კლინიკაში გარდაიცვალა, დაკავებულია 3 პირი.
როგორც ტაბულას შსს-ში განუმარტეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
აღნიშნული შემთხვევის შესახებ მოქალაქე სოციალურ ქსელში წერს, რომ ახალგაზრდას ე.წ. უბნის მაყურებლებმა სცემეს, შემთხვევა ერთი კვირის წინ მოხდა.
“უმძიმესი დღე დაგვიდგა. უმძიმესი კვირა გავიარეთ. ჩემი შვილების მეგობარი მოგვიკლეს ქუჩაში ავაზაკებმა. ცემით მოკლეს!!!
ჩვენ უბნის მაყურებლები ვართო უთხრეს ნაძირალებმა. ჩვენ ბიჭს უთქვამს რაღა დროს უბნის მაყურებლებიაო და ცემით მოკლეს.
ერთი კვირა ებრძოდა სიკვდილს. ერთი კვირის თავზე დაგვეღუპა ჩვენი ბიჭი ღმერთოოო… როგორ გავუძლოო როგორ”. – წერს მოქალაქე ანა კომლაძე.