თბილისში, მცხეთასა და რუსთავში კომერციული და საჯარო ორგანიზაციებისთვის სასმელი წყლის ტარიფი იზრდება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკი) შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ წყალმომარაგების ახალი გეგმური ტარიფები დაუდგინდა.
მარეგულირებელი კომისიის 28 დეკემბერის გადაწყვეტილების თანახმად, 2024 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, თბილისსა და მცხეთაში ახალი არასაყოფაცხოვრებო ტარიფი გაიზარდა 8.807 ლარამდე ერთ კუბ.მ. მოხმარებულ წყალზე, ხოლო რუსთავში – 6.500 ლარამდე ერთ კუბ.მ. მომხმარებულ წყალზე.
ამასთან, უცვლელი დარჩა საყოფაცხოვრებო ტარიფები.
„ჯორჯინ უოთერ ენდ ფაუერი“ ტარიფის ზრდას თბილისში, მცხეთასა და რუსთავში მომავალ სამ წელიწადში ინვესტიციების განხორციელებით ხსნის. კომპანიის მიერ 28 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კომპანია კომპანია სამივე ქალაქის წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებისთვის, 2024-2026 წლებში 363 მილიონ 869 ათასი ლარის მოცულობის ინვესტიციას განახორციელებს, საიდანაც 317 მილიონ 897 ათასი თბილისისა და მცხეთის წყალმომარაგების სისტემებს მოხმარდება, ხოლო რუსთავის წყალმომარაგების სისტემას – 45 მილიონ 971 ათასი ლარი.

ასევე დაგაინტერესებთ