თბილისში, მტკვარში ჩავარდნილი ავტომობილის მგზავრების სამძებრო-სამაშველო ოპერაციისას აიტაჯ მამედოვას ცხედარი აღმოაჩინეს

დღეს თბილისში, მტკვარში ჩავარდნილი ავტომობილის მგზავრების სამძებრო-სამაშველო ოპერაციისას უცნობი ცხედარი აღმოაჩინეს.

24News.ge-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ნაპოვნი ცხედარი ექსპერტიზაზეა გადაყვანილი. არსებული მონაცემებით, ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ ცხედარი ეკუთვნის გარდაბნელ, 21 წლის აიტაჯ მამედოვას, რომელიც მტკვარში მშვიდობის ხიდის მიმდებარე ტერიტორიიდან 1-ელ აპრილს გადავარდა.

შეგახსენებთ, რომ აითაჯ მამედოვას პოვნას ოჯახი საკუთარი ძალებით 1-ელი აპრილის შემდეგ ცდილობდა

მტკვარში სამძებრო სამუშაოები კი ამ დრომდე გრძელდება. საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის თანამშრომლები, უკვე თითქმის 24 საათია, მდინარეში გადავარდნილი მანქანის მგზავრებს ეძებენ

ასევე დაგაინტერესებთ

“ასაკით ჩემზე პატარა პოლიციელი LA Na სულამანიძე კარგა ხანი დაჟინებით ცდილობდა პატარა ბნელ საკანში მის თვალწინ გამეხადა, თუ გამტეხავდა და გავიხდიდი ბუქნების გაკეთებასაც მომთხოვდა, თუმცა საბედნიეროდ ძალიან კარგად ვიცოდი რისი უფლება ჰქონდა ლანას და რისი მე”