თბილისში, მტკვარში მანქანა გადავარდა – ამოყვანილია ერთი მგზავრი, თუმცა არსებული ინფორმაციით, ავტომობილში კიდევ რამდენიმე პირი იმყოფებოდა

თბილისში, გვიან ღამით, მანქანა მტკვარში გადავარდა – მაშველებმა მტკვრიდან ერთი ადამიანი ამოიყვანეს, რომელიც კონტაქტური იყო.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, ამ წუთებში სამაშველო ღონისძიებები მიმდინარეობს.
როგორც სოციალურ ქსელში წერენ, ავტომობილში რამდენიმე მგზავრი იმყოფებოდა.