თბილისში მომხდარი მკვლელობის საქმეზე 4 პირი დააკავეს

თბილისში ფიროსმანის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, განზრახ მკვლელობის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ოთხი პირი დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 20 ოქტომბერს, თბილისში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლა განახორციელა 1997 წელს დაბადებული ტ.ფ.-ს მიმართულებით, მიღებული დაზიანებების შედეგად ტ.ფ. ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო საპასუხო გასროლისას დაიჭრა ი.ბ., რომელიც საავადმყოფოშია მოთავსებული, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.
გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ მომხდარ ფაქტს შეესწრნენ ბრალდებულის მეგობრები – გ.ბ., ჯ.ფ. და დ.მ., თუმცა მათ სამართალდამცავ უწყებას დანაშაულის თაობაზე არ შეატყობინეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობას და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს“,- აღნიშნულია -ს ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: 2007 და 2020 წლებისგან დღევანდელი ვითარება იმით განსხვავდება, რომ დღეს ქართული საზოგადოებაც და ქართული სახელმწიფოც ბევრად უფრო ძლიერია და საქართველოში მედიის თავისუფლებისა და მედიაპლურალიზმის ხელყოფის შესაძლებლობას არავის მისცემს