შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში 19 ნოემბერს თეკლათის ქუჩაზე დაჭრილი პირი მომღერალი კოსტა სანიკიძეა.
სანიკიძეს ოთხი ჭრილობა აქვს მიყენებული მუცლის არეში. მისი მდგომარეობა მძიემა.
როგორც ინტერნეტგამოცემა „პრაიმ-ტაიმს“ კოსტა სანიკიძის მეგობარმა სალომე ბარათაშვილმა უთხრა, შემთხვევა გამთენიისას, სანიკიძის სახლში მოხდა.
„ახლა ვარ კლინიკაში, ჯერჯერობით არაფერს გვეუბნებიან. მდგომარეობა როგორია ჯერ არ ვიცით, ჩვენც ველოდებით. სახლში დაესხნენ თავს. წინაზე სახლი შეეშალათ. ახლა აღარ შეეშალათ. როგორც ვიცი მუცლის არეშია დაჭრილი“,- უთხრა პრაიმ-ტაიმს სალომე ბარათაშვილმა.
შს სამინისტროს ცნობით, დაკავებულია 26 წლის მამაკაცი
მომღერალი და პოეტი კოსტა სანიკიძე პოპულარული გახდა ტელეკომპანია „რუსთავის ორის“ შოუ „პრაიმჰაუსში“ მონაწილეობის შემდეგ, სანიკიძე ასევე გადაღებულია ერთ-ერთ მხატვრულ ფილმში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით ერთი პირია დაკავებული. როგორც უწყებაში განმარტავენ, გამოძიება სსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
