თბილისში მკვლელობა მოხდა

არსებული ინფორმაციით, თბილისში, ე.წ. მალაკნების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მკვლელობა მოხდა.
მედიაში გავრცელებული ცნობით, მოკლულია მამაკაცი.
მომხდარს წინ, სავარაუდოდ, ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
„ინტერპრესნიუსი“ დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.