თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქცია საერთაშორისო მედიის ყურადღების ქვეშ ექცევა.
გამოცემა წერს, რომ საქართველოში საპოლიციო ძალებსა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც მომიტინგეებმა პრეზიდენტის სასახლეში შესვლა შტურმით სცადეს. პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და წიწაკის სპრეი გამოიყენეს.
BBC-ი აღნიშნავს, რომ დღეს დილით, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით ათასობით მომიტინგე შეიკრიბა თბილისში.
BBC-ის სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველო მას შემდეგაა კრიზისში, რაც მმართველმა პარტიამ “ქართულმა ოცნებამ” გასული წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება გამოაცხადა, რომელსაც ევროკავშირის მომხრე ოპოზიცია გაყალბებულად მიიჩნევს. “ოცნებამ” კი ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები შეაჩერა.
პროტესტი ადგილობრივი არჩევნების დღეს გაიმართა, რომელსაც ოპოზიცია ძირითადად ბოიკოტს უცხადებს მთავრობის მიერ განხორციელებული რეპრესიების გამო.
BBC-ი აღნიშნავს, რომ აქციაზე ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ოპერის მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ, დეკლარაცია წაიკითხა, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს მოუწოდებდა, დამორჩილებოდნენ ხალხის ნებას და დაუყოვნებლივ დაეპატიმრებინათ „ქართული ოცნების“ პარტიის ექვსი მაღალი თანამდებობის პირი.