თბილისში მიმდინარე აქციას გახარიას გუნდის წევრები შეუერთდნენ (ვიდეო)

ვარაზის ხევზე მიმდინარე აქციას, სადაც მოქალაქეები გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებენ, ექს-პრემიერ გიორგი გახარიას გუნდის წევრი, ზაზა თავაძე გამოჩნდა. საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ამბობს, რომ “გახარია საქართველოსთვის” ქართველ ხალხთან დგას და იქნება ყველგან, სადაც მოპარულ არჩევნებს გააპროტესტებენ.

“ჩვენი პოლიტიკური ძალა არის იქ, სადაც არის ჩვენი ამომრჩეველი, ქართველი ხალხი და გამოხატავს იმ პროტესტს, რასაც მოპარული ჰქვია. ჩვენ გავაგრძელებთ უწყვეტ პროტესტს ჩვენს ხალხთან ერთად ნებისმიერ ლოკაციაზე. ეს გადაწყვეტილება ჩვენს პოლიტიკურ ძალას მიღებული აქვს და კოორდინაციაშია პრეზიდენტთან”- თქვა თავაძემ. 

საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ამბობს, რომ “ქართული ოცნება” კონსტიტუციას დაარღვევს, თუ პრეზიდენტის მოწვევის გარეშე პარლამენტის პირველ სხდომას  მაინც დანიშნავს.

კონსტიტუციის 38-ე მუხლის შესაბამისად, პრეზიდენტს აქვს ზე ექსკლუზიური უფლება-მოცილება, რომლითაც მან უნდა დანიშნოს ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სხდომა. თუ პრეზიდენტი ამ სხდომას არ დანიშნავს, ქართული ოცნება კი თვითნებობას ჩაიდენს და ამ პირველ სხდომას თვითონ ჩაატარებს, ეს კონსტიტუციის აშკარა დარღვევა იქნება. ამის შემდეგ კი სხვა სამართლებრივი მექანიზმები ჩაირთვება – შესაძლოა, სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოშიც წავიდეს. 

ასევე დაგაინტერესებთ

ჯაბა ზარქუა: შაქარზე რომ თქვა იმ ბიზნესმენმა თემქაზე უფრო იყიდება, ვაკეში ყურადღებას არ აქცევენო, ეგ სალაზღანდარაოდ კი ავიგდეთ მაგრამ სინამდვილეში სოციალური უთანასწორობის სიმპტომია

ლაშა ტუღუში „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებული ანგარიშის შესახებ „ქართული ოცნების“ განცხადებებზე – არასერიოზულია ის რეაქცია, რომელსაც დღეს ვისმენთ – სასაცილოა ამათი პოზიციონირება