თბილისში მეწყრის საშიშროების რისკია 23 დასახლებულ პუნქტზე, ქვათაცვენის – 16-ზე, ღვარცოფი – 9-ზე – გარემოს ეროვნული სააგენტო

თბილისში მეწყრის საშიშროების რისკია 23 დასახლებულ პუნქტზე, ქვათაცვენის – 16-ზე, ღვარცოფი – 9-ზე, – ამის შესახებ გარემოს ეროვნულმა სააგენტოს მიერ მომზადებულ დასკვნაში – „საქართველოში 2023 წელს სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგები და პროგნოზი 2024 წლისთვის“ ვკითხულობთ.
კვლევაში ნათქვამია, რომ თბილისში მეწყრული და ღვარცოფული პროცესების გააქტიურება მოსალოდნელია მდინარე ვერეს ხეობაში, ახალდაბის ხევში, მდინარე გლდანის ხევში, ხევძმარის, უკანხევის, ლეღვთახევის, დუქნის ხევის, წნორის ხევის ხეობებში, ლიბანის ქუჩის, მარშალ გელოვანისა და მუხრან მაჭავარიანის ქუჩების დამაკავშირებელ საავტომობილო გზის ცალკეულ მონაკვეთებზე, ნუცუბიძის ფერდობზე, მუხათგვერდის სასაფლაოს მისასვლელ გზაზე, სვანეთის უბნის, ბერთუბნის, გიორგიწმინდის დასახლებაში.
გარემოს ეროვნულმა სააგენტო წერს, რომ კლდეზვავ-ქვათაცვენის პროცესები 2024 წელს კვლავ გაგრძელდება: თბილისი მარნეულის საავტომობილო გზის ფონიჭალის მონაკვეთზე, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის გასწვრივ, მდინარე ლეღვთა ხევის ფერდობზე, ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ გზაზე. ნუცუბიძის ფერდობზე (ფიქრის გორის მიმდებარედ). მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე თამარ მეფის და ვახუშტის ხიდის მიმდებარე უბნები), თბილისში შემოსასვლელი გზის მარჯვენა ფერდობზე (ზაჰესის მიმდებარედ).
სააგენტოს დასკვნის მიხედვით, ბაგები-წყნეთის საავტომობილო გზაზე (მე-4 კმ) მეწყრის საშიშროების რისკი მაღალია და მიმდინარეობს დამცავი ღონისძიებების გატარება. ასევე მაღალია მეწყრის რისკი ბაგები-საკანდელიძის ქუჩაზე. სააგენტო წერს, რომ რეკომენდებულია დეტალურ კომპლექსურ კვლევებზე დაყრდნობით შედგენილი პროექტის საფუძველზე მეწყრული სხეულის არეალში და მის მიმდებარედ ფერდობ-დამცავი ღონისძიებების ჩატარება;
მეწყრის საშიშროებაა მაღალი ვაშლიჯვარი-ლისის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე (მაჭავარიანის ქუჩა);
მაღალია ქვათაცვენის რისკი ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, გლდანში, თ. შეშელიძისი ქუჩაზე;
ქვათაცვენის საშიშროების რისკია ასევე ვაშლიჯვრის დასახლებაში, არზაყან ემხუარის ქუჩაზე, (ყვავების გორა). ასევე მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მაღალი საშიშროების მეწყრის რისკია. სააგენტო რეკომენდაციას წევს, რომ დეტალური გეოლოგიური კვლევის საფუძველზე დაისახოს დამცავი ღონისძიებები;
ღვარცოფისა და მდინარის ნაპირის გარეცხვის აქტიური და მაღალი საშიშროების რისკია მდინარე ვერეს აუზსა და მდინარე ვარაზის ხევში.
სააგენტო წერს, რომ რეკომენდებულია ვერეს ხეობაში დაინსტალირდეს მონიტორინგის სისტემა, მოხდეს ხეობის კალაპოტის პერიოდული გაწმენდა და განხორციელდეს მუდმივი მონიტორინგი.

ასევე დაგაინტერესებთ