თბილისში, მერაბ კოსტავას ქუჩაზე ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა

თბილისში, მერაბ კოსტავას ქუჩაზე ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა.

გამოცემა “რადიო თავისუფლება” თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ ქვეითი გზას არასწორ ადგილას კვეთდა, მანქანის მძღოლმა შეჯახების პრევენციის მიზნით ტროტუარის მხარეს გადაუხვია, თუმცა მიკროავტობუსი მაინც დაეჯახა ფეხით მოსიარულეს. როგორც სასწრაფოს ექიმები ამბობდნენ, ის, სავარაუდოდ, მენჯის მოტეხილობით გადაიყვანეს კლინიკაში. მეორე დაშავებულმა ფეხი მკვეთრი მოძრაობის დროს დაიზიანა.

[ფოტო: “რადიო თავისუფლება”]