თბილისში მარშისთვის “საქართველო ირჩევს ევროკავშირს” სხვადასხვა ლოკაციაზე მოქალაქეები იკრიბებიან

გმირთა მოედანზე მარშის „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ მონაწილეები იკრიბებიან. მათ ადგილზე საქართველოს დროშები აქვთ მოტანილი.
ასევე, მარშის მონაწილეებს 17:00-ამდე პარტია „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და ლიდერები შეუერთდებიან, რომლებიც შემდეგ თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობით გადაინაცვლებენ.
„ეს კულმინაციის მომენტია, ჩვენ კარგად ვიაზრებთ 26 ოქტომბრის ს მნიშვნელობას, ეს არის რეფერენდუმი თავისუფალ, ევროკავშირის წევრ ქვეყანასა და ს მონობაში მყოფ სახელმწიფოს შორის. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ივანიშვილსა და ჩვენი ქვეყნის მტრებს ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ძალიან ბევრნი ვართ. ხელისუფლება არჩევნებამდე 6 დღით ადრე საზოგადოებისგან გზავნილს მიიღებს, რომ ისინი არჩევნების გზით ჩამოშორდებიან ხელისუფლებას“, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.
აქციის მონაწილეების შეკრების პარალელურად, გმირთა მოედანზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებიც არიან მობილიზებული.
ორგანიზატორების ინფორმაციით, მოქალაქეები დედაქალაქში კიდევ 4 სხვადასხვა ლოკაციაზე შეიკრიბებიან.
კერძოდ, 17:00 საათიდან მარშის მონაწილეები რესპუბლიკის მოედანზე, გმირთა მოედანზე, 300 არაგველის ობელისკის (ორთაჭალა) ტერიტორიაზე, მარჯანიშვილის მოედანზე, ამაღლებისა და ასათიანის ქუჩების კვეთაზე (მთაწმინდა) შეიკრიბებიან და მსვლელობით თავისუფლების მოედანზე გადაინაცვლებენ, სადაც შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება. როგორც ცნობილია, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მარშს „საქართველო ირჩევს ევროპას“ შეუერთდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: გრენლანდიას, ისლანდიასა და ბრიტანეთს შორის არსებული ოკეანის სივრცე ამჟამად რუსული ბირთვული წყალქვეშა ნავების ერთგვარ ჭიშკარს წარმოადგენს. სწორედ აქ დაძრწიან რუსები თავიანთი რაკეტებით, რათა…

პესკოვი სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივაზე – სომხეთი არის ევრაზიის ეკონომიკური თანამეგობრობის წევრი – ორი განსხვავებული ორგანიზაციის წევრობა უბრალოდ შეუძლებელია