თბილისში, ლოტკინის დასახლებაში აფეთქება მოხდა – დაშავდა 1 ადამიანი

თბილისში, ლოტკინის დასახლებაში აფეთქება მოხდა. შემთხვევა, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვამ გამოიწვია.
აფეთქების შესახებ ინფორმაციასა და ფოტოებს სოციალურ ქსელში მოქალაქეები ავრცელებენ.
როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, მომხდარის შედეგად 1 ადამიანია დაშავებული.
-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 2 მუხლით – სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე და 240-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რომლებიც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევასა და ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს ექსპლუატაციის წესების დარღვევის გამო.
ფოტო სოციალურ ქსელში ვრცელდება.

ასევე დაგაინტერესებთ