ინციდენტის ამსახველ კადრებს მოქალაქე ლექსო სამხარაძე ავრცელებს. ვიდეოში ჩანს გაჩერებული ავტომობილი, რომლის გვერდით დგანან პოლიციელები, წინ კი ნიღბიანი სპეცრაზმელებით სავსე ავტობუსია.
უცნობია ავტომობილის გაჩერების მიზეზი და ის, თუ რა დიალოგი შედგა მძღოლსა და სამართალდამცავებს შორის. ინციდენტი, სავარაუდოდ გზის დათმობის მოთხოვნას მოჰყვა. ვიდეოში ისმის გინების ხმა და ჩანს, როგორ უსწორდებიან ფიზიკურად ნიღბიანი პოლიციელები მაქანაში მყოფ პირს.
კიდევ ერთ ვიდეოს ავრცელებს მოქალაქე ნიკა რომანაძე.
“მანქანიდან გადმოათრიეს ვიღაც და ურტყამენ ხელკეტებით. არ ვიცით, რა ხდება”, – ამბობს ის ვიდეოში.
რადიო თავისუფლება შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ელოდება მომხდარზე კომენტარს. მათი პასუხი მიღების შემთხვევაში აისახება ტექსტში.
ფორუმი