თბილისში კანდიდატად დააყენეს „ლელოს“ თანამშრომელი, რომელსაც ხაზარაძე ყოველ თვე აგზავნიდა „ტვ პირველში“ პარკით ხელში და მიჰქონდა 200 ათასი ლარი ტელევიზიაში

თბილისში კანდიდატად დააყენეს „ლელოს“ თანამშრომელი, რომელსაც ხაზარაძე ყოველ თვე აგზავნიდა „ტვ პირველში“ პარკით ხელში და მიჰქონდა 200 ათასი ლარი ტელევიზიაში
როდესაც 27 მუნიციპალიტეტში საერთოდ ვერ ახერხებ კანდიდატის დაყენებას, ეს არის იმის ნიშანი, რომ მდგომარეობა არის ძალიან მძიმე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, თბილისში კანდიდატად დააყენეს „ლელოს“ თანამშრომელი, რომელსაც ხაზარაძე ყოველ თვე აგზავნიდა „ტვ პირველში“ პარკით ხელში და მიჰქონდა 200 ათასი ლარი ტელევიზიაში.
„თავად მიიყვანეს საკუთარი თავი ამ მდგომარეობამდე რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა. როდესაც 27 მუნიციპალიტეტში საერთოდ ვერ ახერხებ კანდიდატის დაყენებას, ეს არის იმის ნიშანი, რომ მდგომარეობა არის ძალიან მძიმე. სადაც დააყენეს, იქაც ჯობდა არ დაეყენებინათ. თბილისში მაგალითად „ლელოს“ თანამშრომელია დაყენებული, ეს ადამიანი დაკავებული იყო რით – ხაზარაძე ყოველ თვე ამ ადამიანს აგზავნიდა „ტვ პირველში“ პარკით ხელში მიჰქონდა 200 ათასი ლარი ყოველ თვიურად ტელევიზიაში. ასეთი საქმიანობით იყო დაკავებული, ახლა „ლელოს“ ეს თანამშრომელი არის დაყენებული კანდიდატად. თავის დროზე ამბობდნენ, რომ დამოუკიდებელი კანდიდატი უნდა შეერჩიათ, თუმცა ხედავთ, რომ ესეც ვერ მოახერხეს. ასეთია დღეს მთლიანად ოპოზიციის მდგომარეობა, რაც ჩვენთვის კარგია, აიოლებს საქმეს“, – განაცხადა ირაკლი მ.
Next: „ჯორჯია მეტალის“ ქარხანაში 400-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, საიდანაც 90 %-ზე მეტი ადგილობრივია, გაფართოების შემდეგ კი ეს რიცხვი 1000-მდე გაიზრდება, ჩვენი მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ქვაკუთხედი სწორედ ასეთი – ეროვნულ კაპიტალზე დაფუძნებული, თანამედროვე და ექსპორტზე ორიენტირებული წარმოებების განვითარების ხელშეწყობაა

ასევე დაგაინტერესებთ

ნებისმიერი ტელევიზიის მიერ მოვლენების ობიექტურად გაშუქება უმნიშვნელოვანესია. საზოგადოებრივ არხს ამ მიმართულებით საყვედური არ ეთქმის და ამას მოწმობს პრესტიჟული უცხოური ორგანიზაციების მიერ გაკეთებული შეფასებები

ადამიანები, ზოგჯერ არასრულწლოვნებიც კი, დადიოდნენ იარაღით ქუჩაში, რაც საზოგადოებას ძალიან აწუხებს და რისკის შემცველია – 3 თვის განმავლობაში გამოვლინდა იარაღის უკანონო ბრუნვის 384 შემთხვევა და ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება