თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე მდებარე თიბისი ბანკის ფილიალს თავს დაესხნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მძარცველმა თანხის წაღება ვერ მოახერხა, იგი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. უწყების ცნობითვე, დაშავებული არავინაა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობასა და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.