თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის გამოსახლება მიმდინარეობს – ადგილზე ხმაური და დაპირისპირებაა, ერთი-ერთი ადგილობრივი კი შენობის სახურავიდან გადმოხტომით იმუქრება

თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის გამოსახლება მიმდინარეობს – ადგილზე მობილიზებულები არიან პოლიციის და აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები.
საპატრულო პოლიციის წარმომადგენლების გამოჩენას, მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა, ადგილზე ხმაური რამდენჯერმე იყო. ერთ-ერთი პირი კორპუსის სახურავზეა ასული და ამბობს, რომ თუ გამოსახლება არ გაჩერდება, ის საცხოვრებელი კორპუსის სახურავიდან გადმოხტება.
„ან ესენი გავლენ, ან მე ჩავალ აქედან. აქედან გადავხტები”,- აღნიშნავს მაცხოვრებელი.
საცხოვრებელ კორპუსში, 150- მდე ოჯახი ცხოვრობს.
როგორც ადგილობრივები აღნიშნავენ, საცხოვრებელი კორპუსი კერძო მესაკუთრისაა, რომელიც, მათი ინფორმაციით, ამბობს, რომ შენობა ავარიულია და ის უნდა დაიცალოს.
მცხოვრებლების თქმითვე, 400-მდე ოჯახს ალტერნატიულ ფართს არ სთავაზობენ. მათივე განცხადებით, ისინი სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლებთან შეხვედრას არაერთხელ ითხოვდნენ, თუმცა მათთან არავინ მისულა.