თბილისში თანამედროვე ტიპის ურნები და საფერფლეები გამოჩნდა

ვაკის პარკში თანამედროვე ტიპის ურნები და საფერფლეები განთავსდა. 100 ერთეული ურნა გარე განათების ბოძებზე დამონტაჟდა.
ურნის საკიდი რგოლი უჟანგავი ფოლადისგანაა დამზადებული, სადაც მოთავსებულია სპეციალური ხსნარით დამუშავებული პოლიეთილენის ერთჯერადი პარკი, რომლის საშუალებითაც არ ხდება მასზე ცხოველების ზემოქმედება.
ახალი ტიპის ურნები „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა დავით ფაჩულიამ დაათვალიერა.