თბილისში ვიზიტით იმყოფება სენატორი სტივ დაინესი

აშშ-ის საელჩო საქართველოში ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით იტყობინება, რომ საქართველოში ვიზითი იმყოფება რესპუბლიკელი სენატორი სტივ დაინესი.
“კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოში, სენატორ დეინს! სენატორი დეინსი -ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრია და მოუთმენლად ელის მთავრობისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრას თბილისში. ის გეგმავს, წამოჭრას შიდა და საგარეო საკითხები, მათ შორის კანონის უზენაესობა და ბიზნესისა და უცხოური ინვესტიციების პრიორიტეტები. ის ასევე გეგმავს, რომ გააჟღეროს პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან რუბიოს მთავარი პრიორიტეტები, მათ შორის „ამერიკა უპირველეს ყოვლისა” დღის წესრიგის ფილოსოფია და ნაბიჯები, რომლებიც საქართველოს მთავრობას შეუძლია გადადგას, იმის საჩვენებლად, რომ სერიოზულად არის განწყობილი შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაუმჯობესების მიმართ”, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
სენატორი დაინესი საქართველოში რეგიონული ტურნეს ფარგლებში “ქართული ოცნების” მთავრობის წარმომადგენლებს, ასევე ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს ხვდება.
“ერთიანობის პლატფორმის” სახელით, მასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ “მან მოისმინა არა მხოლოდ შიდა საკითხები და კანონების დარღვევის მთელი რიგი საკითხები ასევე “სტრატეგიული გამოწვევის შესახებ რაც ამერიკისთვის არსებობს ამ რეგიონში და საქართველოში და რომელიც მოითხოვს ამერიკისგან ძალიან დიდ ყურადღებას”.
სენატორი დეინისი საქართველოში ჩამოსვლამდე აზერბაიჯანში იმყოფებოდა, სადაც შეხვდა პრეზიდენტს ილჰამ ალიევს.
ვიზიტი შედგება “ქართული ოცნების” ხელისუფლების განცხადებების ფონზე, რომ საჭიროა აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობების “გადატვირთვა” და “სუფთა ფურცლიდან” დაწყება.
2024 წლის ნოემბერში შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან მრავალწლიანი სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა.
მანამდე, ე.წ. აგენტების კანონის და „ქართული ოცნების” წარმომადგენლების ანტიდასავლური, ყალბ ბრალდებებზე დაფუძნებული რიტორიკის გამო, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ხელისუფლებას არაერთხელ მოუწოდა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე დაბრუნებისკენ.
სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების გადაწყვეტილება სახელმწიფო დეპარტამენტმა 2024 წლის 30 ნოემბერს გამოაცხადა მას შემდეგ, რაც ორი დღით ადრე „ქართული ოცნების” ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკების გახსნის საკითხი, ამის გამო ქვეყანაში დაწყებული საპროტესტო აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ კი ძალის გამოყენება დაიწყო.
„ქართული ოცნების” ხელისუფლებას იმედი ჰქონდა, რომ პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკას პრეზიდენტი ტრამპი შეცვლიდა.
28 მაისს ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, აშშ-ის მიერ სანქცირებულმა ბიძინა ივანიშვილმა წერილი გამოაქვეყნა, უპასუხა და „გაუგებარი“ უწოდა აშშ-ის საელჩოს განცხადებას, რომლის თანახმადაც, ივანიშვილმა უარი თქვა ელჩთან შეხვედრაზე, – „სადაც მას ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი უნდა მოესმინა“.
ამავე დღეს, ივანიშვილის წერილამდე მცირე ხნით ადრე, შეერთებული შტატების საელჩომ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, უარი თქვა ელჩ რობინ დანიგანთან შეხვედრაზე, „სადაც მას ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი უნდა მოესმინა“. საელჩოს განცხადებაში ნახსენები არ ყოფილა ირაკლი .
მ 13 მაისს ღია წერილით მიმართა აშშ-ის პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და ჯეი დი ვენსს.
კობახიძის თანახმად, ტრამპის ადმინისტრაციას არ უპასუხია ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებთან დაკავშირებით მის მიერ რამდენიმე კვირით ადრე მიწერილ წერილზე, რომელშიც „გამოხატული იყო მზაობა ურთიერთობების სუფთა ფურცლიდან დაწყებაზე“.
21 მაისს კობახიძემ თქვა, რომ წერილზე „არ უპასუხიათ, თუმცა დუმილიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პასუხია“.
6 მაისს აშშ-ის კონგრესის ქვედა, წარმომადგენელთა პალატამ კენჭი უყარა და ორპარტიული მხარდაჭერით მიიღო „მეგობარი აქტი“ (MEGOBARI Act).
ფორუმი