თბილისში, ვაზისუბანში ახალგაზრდა ქალი დაჭრეს

თბილისში, ვაზისუბანში, ახალგაზრდა ქალი დაჭრეს.
არსებული ინფორმაციით, დაჭრილი 30-წლამდე ქალია და შემთხვევის ადგილიდან კლინიკაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით გადაიყვანეს.
გავრცელებული ინფორმაციით, იგი მეზობელმა კაცმა ცივი იარაღით დაჭრა.
ამასთან, არსებული ინფორმაციით, დანაშაულში ბრალდებული პირი სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დააკავეს.
”ინტერპრესნიუსი” -სთან დეტალებს არკვევს.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.