თბილისში, ერთ საპარკინგე ადგილზე 24 მანქანა მოდის – IDFI

თბილისში, ერთ საპარკინგე ადგილზე 24 მანქანა მოდის – IDFI
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მონაცემებით, ქალაქ თბილისში ყოველწლიურად იმატებს რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა, ხოლო მოწყობილი საპარკინგე ადგილების რიცხვი იკლებს. საპარკინგე ადგილების დეფიციტის მზარდი ტენდენცია წარმოშობს ქაოტური პარკირების დინამიკას, რასაც ადგილობრივი ხელისუფლება ძირითადად მხოლოდ საჯარიმო პოლიტიკის გამკაცრებას უპირისპირებს.
IDFI-ის სტატისტიკით, თბილისში, ერთ საპარკინგე ადგილზე 24 მანქანა მოდის ბოლო 5 წელში, დედაქალაქში რეგისტრირებული მანქანების რაოდენობა 31%-ით გაიზარდა და 152,482-ს მიაღწია, ხოლო პარკირების ადგილი 11%-ით შემცირდა 3,175-მდე.
2024 წლის 1 ივლისის მდგომარეობით, თბილისში 27,614 საპარკინგე ადგილია მოწყობილი. 2018-2023 წლებში საპარკინგე ადგილების ჯამური რაოდენობა ყოველწლიურად საშუალოდ 3%-ით მცირდებოდა.
2024 წლის მაისის თვეში, როდესაც ქვეყანაში მიმდინარეობდა რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები, კომპანია მაქსიმალურად თავს იკავებდა მძღოლების დაჯარიმებისგან. ამ თვეს სულ გამოიწერა 2,079 ჯარიმა და მხოლოდ 43 ავტომობილი იქნა გადაყვანილი ავტოსადგომზე.
IDFI-ის მონაცემებით, სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს საგზაო მოძრაობის დაგეგმვის სამსახური არ ფლობს თბილისის რაიონების მიხედვით მოწყობილი პარკირების ადგილების შესახებ ინფორმაციას.
საპარკინგე ადგილების მოწყობაზე ყველაზე დიდი თანხა 2022 წელს (640,183 ლარი) დაიხარჯა.
პარკირების კონტროლიორის პოზიციაზე ყველაზე მეტი პირი 2022 წელს იყო დასაქმებული (188 პირი). 2023 წელს მათი რიცხვი 118-მდე შემცირდა. თანამშრომელთა გადინების ერთ-ერთი მიზეზი შესაძლებელია იყოს ანაზღაურების ერთიანი სტანდარტის არ არსებობა.
თბილისში რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებების და პარკირების ადგილების დინამიკა შემდეგია:
რაც შეეხება წინა წლების მონაცემებს,
2018 წლიდან 2024 წლის 1 ივლისამდე თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ პარკირების წესების დარღვევისთვის სულ 3,135,618 ჯარიმა გამოწერა, რამაც 54.7 მილიონი ლარი შეადგინა.
2018 წლის შემდეგ, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ პარკირების საშვების გაყიდვით და ზონალურ საათობრივი პარკირებისას საათობრივი გადახდით მიღებულმა შემოსავლებმა დაახლოებით 58 მილიონი ლარი შეადგინა.
2022 წელს, პარკირების წესების დარღვევისთვის გათვალისწინებული ჯარიმების ზრდასთან ერთად, მკვეთრად იმატა დაჯარიმებულთა რაოდენობამ (+35%). 2023 წელს დაჯარიმებულთა რაოდენობა დაახლოებით განახევრდა, თუმცა ჯარიმით დაკისრებული თანხა 51%-ით გაიზარდა.
2023 წელს პარკირების წესების დარღვევის გამო, სპეციალურ ავტოსადგომზე გადაიყვანეს 9,419 ავტომობილი. 2018 წელთან შედარებით, საჯარიმოზე გადაყვანილი ავტომობილების რაოდენობა 188%-ით არის გაზრდილი.