თბილისში ერთი კვადრატული მეტრი ბინა საშუალოდ $42-ით გაძვირდა – Galt&Taggart

ბოლო ერთი წლის განმავლობაში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასი ერთ კვადრატულ მეტრზე საშუალოდ 42 დოლარით გაიზარდა – ამის შესახებ ინფორმაციას Galt&Taggart, საცხოვრებელი უძრავი ქონების ანგარიშში აქვეყნებს.
კვლევის მიხედვით, 2025 წლის სექტემბერში დედაქალაქში ერთი კვადრატული მეტრი ბინის ღირებულება საშუალოდ 1 345 დოლარი იყო, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 1 303 დოლარი.
თეთრი კარკასის ფასებს ერთ კვადრატულ მეტრზე თბილისის უბნების მიხედვით შემდეგია:
· ვაკე – 2 479 დოლარი
· საბურთალო – 1 558 დოლარი
· კრწანისი – 1 499 დოლარი
· დიდუბე – 1 324 დოლარი
· ისანი – 1 287 დოლარი
· ნაძალადევი – 1 187 დოლარი
· სამგორი – 1 075 დოლარი
· გლდანი – 1 046 დოლარი
· დიდი დიღომი – 1 033 დოლარი
· ვაშლიჯვარი – 1 024 დოლარი.