თბილისში დღეს ქალთა მარში გაიმართება

თბილისში, დღეს ქალთა მარში გაიმართება. ორგანიზატორების ინფორმაციით, მარში თავისუფლების მოედანზე 15:00 საათზე დაიწყება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, მარში დასრულდება „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ს სასახლესთან.
“საქართველოში ემიგრაცია უმწვავეს პრობლემად რჩება. თითოეულ ჩვენგანს გვყავს ოჯახის წევრი, ნათესავი, მეზობელი ან მეგობარი, რომელიც იძულებითაა საზღვარგარეთ წასული. სიღარიბისა და უპერსპექტივობის გამო ოჯახები იშლება, თაობები იზრდებიან მონატრებასა და მარტოობაში. გაყალბებული სა და დასუსტებული დემოკრატიის ფონზე, ქვეყანა ახალი ემიგრაციის მასშტაბური ტალღის საფრთხის წინაშე დგას. ეს არის დრო, როცა თითოეული ჩვენგანი უნდა დაფიქრდეს: ვისია საქართველო? მათი, ვისაც სამშობლოს სიყვარული მართავთ, თუ მათი, ვინც ჩვენს მომავალს გვაკარგვინებს?
ქალთა მოძრაობისა და ქალთა ინტერპარტიული ჯგუფის (“კოალიცია ცვლილებებისთვის”,
“კოალიცია ძლიერი საქართველო”, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“, პარტია „საქართველოსთვის“) ორგანიზებით, 24 ნოემბერს, 15:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე გაიმართება ქალთა მარში, რომელიც დასრულდება ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლესთან პერფორმანსით.
მონაწილეებს მოვუწოდებთ, თან წამოიღონ ჩემოდნები ან დიდი ჩანთები, რომელთაც მზად არიან შეელიონ, რათა მარშის სიმბოლიკა კიდევ უფრო ხილული გახდეს. შემოგვიერთდი! ერთად გადავწყვიტოთ, ვისია საქართველო”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან: „ქალთა მოძრაობა“, „საფარი“, „ქალები საქართველოდან“, “კოალიცია ცვლილებებისთვის”, “კოალიცია ძლიერი საქართველო”, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“, პარტია „საქართველოსთვის“.

ასევე დაგაინტერესებთ

ონისე ცხადაძე პოლიციელს – ვითომ ტერორისტები დაიჭირეთ აქ – როცა მცემეს, რუსთაველის მეტრომდე ვირბინე, პატრულის თანამშრომლები ჯიბეებში ხელჩაწყობილი უყურებდნენ, გქონდათ თუ არა დავალება, მსგავს სიტუაციაში არაფერი მოგემოქმედათ?

მამუკა ხაზარაძე – რატომ არ იბარებენ იმ ხალხს სასამართლო დარბაზში, ვისაც აქვს პრეტენზია ჩემსა და ბადრის მიმართ, რადგან ეს არის ერთი „კლანი“ – რით ჯობია წულუკიანი ნებისმიერს, რომელიც სასამართლოზე დადის?