ერთი წელი მათე დევიძის ტყვეობიდან – სინდისის პატიმრის მხარდასაჭერად თბილისში დღეს სოლიდარობის მარში, “ერთად სინათლის საძიებლად” დაანონსდა.
მოქალაქეები ჭავჭავაძის გამზირზე შეიკრიბებიან და მსვლელობით მელიქიშვილის გამზირზე ჩავლენ, იმ ადგილას, სადაც 21 წლის მუსიკოსი დააკავეს.
დღეს არის ზუსტად 1 წელი, რაც მათე დააკავეს და ეს არის შეხსენება რეჟიმისთვის, რომ ჩვენ დღესაც ვიბრძვით, არ ვჩერდებით. სჯიან, უბრალოდ, პატრიოტ ადამიანებს, რომელთაც უყვართ სამშობლო და იბრძიან ნათელი მომავლისთვის. დღევანდელი აქცია ძალიან მნიშვნელოვანია როგორც მათესთვის, ასევე დანარჩენი პატიმრებისთვის და რეჟიმისთვისაც, რომ მათ ვახსენებთ: “არ ვნებდებით”. დღესაც, ამდენი ბრძოლის, უსამართლობის მიუხედავად, მაინც ვაგრძელებთ, არ ვჩერდებით და ეს არის ჩვენი გაუტეხლობის დადასტურება და ბოლომდე ასე იქნება. არ გავტყდებით და ბოლომდე ვიბრძოლებთ, სანამ სამართალი არ იზეიმებს ჩვენს ქვეყანაში, – ამბობს მათე დევიძის და მედიასთან.
მათე დევიძე მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა ციხეში 4 წელით და 6 თვით გაუშვა. მას ბრალდება პოლიციელზე თავდსხმას ედავება. სააპელაციო სასამართლო მისი საქმის განხილვას ხვალ იწყებს.




