თბილისში დღეს დაგეგმილ აქციას ქუთაისიდანაც უერთდებიან

თბილისში დღეს დაგეგმილ აქციას ქუთაისიდანაც უერთდებიან. მოქალაქეები, აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების წევრები მერიის წინ შეიკრიბნენ.
მათი თქმით, გმობენ ძალადობას, რაც განხორციელდა წუხელ, ასევე აპროტესტებენ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს. როგორც შეკრებილები აცხადებენ, იბრძოლებენ, ვიდრე ხელისუფლება კანონპროექტს უკან არ გაიწვევს.
„მივდივართ თბილისში და ვუერთდებით აქციას. შეუძლებელია, არ დადგე იმ ხალხის გვერდით, ვინც ამდენი დღეა აპროტესტებს კანონპროექტს. ეს კანონპროექტი ხელს უშლის ქვეყნის განვითარებას და გაგვხდის ს ნაწილად“, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ასევე დაგაინტერესებთ

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი – კრემლი ზამთარში უკრაინის ატომურ ობიექტებზე დარტყმებს გეგმავს – ამ ობიექტებზე თავდასხმა ბირთვული ინციდენტის მაღალ რისკს აჩენს, რომელსაც გლობალური შედეგები ექნება

ლაშა ფარულავა – 26 ოქტომბერს, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დავასრულოთ კონკრეტული კორუფციული გარიგებები, რომელიც თბილისის მერიაშია და ყველა საჯარო დაწესებულებაში სისტემური ხასიათი აქვს