თბილისში დეკემბერში 662 ახალი და 3018 ძველი ბინა გაიყიდა

2023 წლის დეკემბერში 662 ახალი ბინა გაიყიდა და ნოემბერთან შედარებით 9%-ით გაიზარდა. თუმცა, 2022 წლის დეკემბერთან შედარებით 21%-ით შემცირდა. ძველი ბინების შემთხვევაში, გაყიდვების რაოდენობამ 3,018 შეადგინა, წინა თვესთან შედარებით 14%-ით გაიზარდა და წლიურად 1%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
კაპიტალის“ ინფორმაციით, ახალი ბინების წილი მთლიან გაყიდვებში 18%-ს გაუტოლდა. საშუალო გასაყიდი ფასი წლიურად გაიზარდა როგორც ახალი (+14%), ისე ძველი (+11%) ბინების შემთხვევაში.
„თვიურ ჭრილში, გასაყიდი ფასი ახალი ბინებისთვის 3.8%-ით გაიზარდა, ხოლო ძველი ბინების შემთხვევაში მცირედი ცვლილება დაფიქსირდა (+0.9% თ/თ).
2023 წლის დეკემბერში 50-დან 75 კვ.მ-მდე ფართობის ბინების გაყიდვების წილმა ტრანზაქციებში 40% შეადგინა (-3 პპ, თ/თ). 125-კვ.მ-ზე მეტი ფართის მქონე ბინების წილმა 5% შეადგინა.
მაღალი (>1,500 $/კვ.მ) საფასო სეგმენტის წილმა მთლიან ტრანზაქციებში 15% შეადგინა, რაც 2022 წლის დეკემბრის მაჩვენებელზე 4 პროცენტული პუნქტით მეტია“, – ნათქვამია მიმოხილვაში.