თბილისში დედა-შვილს მანქანა დაეჯახა, რის შედეგადაც ქალი დაიღუპა, ხოლო ბავშვი დაშავდა

თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე, ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, მანქანა ქვეითად მოსიარულე დედა-შვილს დაეჯახა, რის შედეგადაც ქალი დაიღუპა, ხოლო ბავშვი დაშავდა და კლინიკაში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }