თბილისში და ყველა სხვა მუნიციპალიტეტში მოვიგებთ მერის არჩევნებს, საკრებულოს არჩევნებს – ოპოზიციას არავითარი რესურსი არ აქვს, რომ რაიმე არსებითი კონკურენცია გაგვიწიოს

თბილისში და ყველა სხვა მუნიციპალიტეტში მოვიგებთ მერის არჩევნებს, საკრებულოს არჩევნებს – ოპოზიციას არავითარი რესურსი არ აქვს, რომ რაიმე არსებითი კონკურენცია გაგვიწიოს
ვაპირებთ 64-ვე მუნიციპალიტეტში როგორც მერის, ასევე საკრებულოს ს მოგებას. ამისთვის გვაქვს ყველანაირი საფუძველი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.
რაც შეეხება თბილისის მერის არჩევნებს, პრემიერის თქმით კახა კალაძის კანდიდატურა არის უალტერნატივო.
„მოლოდინები გვაქვს ძალიან ოპტიმისტური. ვაპირებთ 64-ვე მუნიციპალიტეტში როგორც მერის, ასევე საკრებულოს არჩევნების მოგებას. ამისთვის გვაქვს ყველანაირი საფუძველი, მათ შორის, შეგიძლიათ, გადახედოთ წინა არჩევნების შედეგებს მუნიციპალიტეტების მიხედვით და დარწმუნდებით, რომ აბსოლუტურ უმრავლესობაში საერთოდ კონკურენციასაც კი ვერავინ გაგვიწევს. რაც შეეხება სოციოლოგიურ კვლევას, ჩვენი კვლევის შედეგები არის იმის იდენტური, რაც იყო ბოლო კვლევაში დაფიქსირებული და არის მცირე გაუმჯობესებაც კი. იმდენად ჩამოშლილია ოპოზიცია, რომ მათი მხარდაჭერები არის მოკლებული. წინა არჩევნებზე ჩვენ ქვეყნის მასშტაბით ავიღეთ დაახლოებით 54,5%. ამაზე უკეთეს შედეგს ველოდებით ბოლო კვლევიდან გამომდინარე, რომელსაც ვადარებთ არჩევნებამდე ბოლო კვლევას. ამიტომ, ვფიქრობთ, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგებთ, როგორც მერის, ასევე საკრებულოს არჩევნებს.
რაც შეეხება თბილისის მერის არჩევნებს, მე ვერ გავუსწრებ წინ მოვლენებს, იმიტომ, რომ გვაქვს ჩვენი პროცედურები. პოლიტიკური საბჭო იღებს გადაწყვეტილებას ამ თემაზე,თუმცა ჩემი პოზიცია შემიძლია დავაფიქსირო, რომ ყველაფრის გათვალისწინებით, მათ შორის, პერსონალური რეიტინგის, გაკეთებული საქმეების გათვალისწინებით, მე ვფიქრობ, რომ კახა კალაძის კანდიდატურა არის უალტერნატივო.
ვნახოთ, პოლიტიკური საბჭო რა გადაწყვეტილებას მიიღებს. თქვენ იცით, რომ მერობაზე არ არის არავითარი შეზღუდვა და საერთაშორისო პრაქტიკაც ეგ არის, ანუ განუსაზღვრელი რაოდენობით არის შესაძლებელი კენჭისყრა მუნიციპალიტეტის მერის პოზიციაზე. ნებისმიერ ქვეყანაში ასეა და ასეა საქართველოშიც. შეგვიძლია გავიხსენოთ ის საქმეები, რაც გაკეთდა თბილისში, სხვადასხვა მიმართულებით, მარტო რად ღირს რეკრეაცია, გამწვანების მიმართულება, ქუჩებისა და გამზირების მოწესრიგება. მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილების რაოდენობა გაზრდილია 3-ჯერ, 2012 წლის შემდეგ, რეალურად, მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს მუშაობა იმისათვის, რომ ამან არ მოახდინოს მოძრაობის არსებითად ბლოკირება ჩვენს დედაქალაქში. ამისთვის სერიოზული ცვლილებები გატარდა ტრანსპორტის სფეროში და სამომავლოდაც ვფიქრობ, რომ ძალიან ძლიერი პროგრამა ექნება წარმოდგენილი ს ამ მხრივ. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ პირველ რიგში თბილისში და ყველა სხვა მუნიციპალიტეტში მოვიგებთ მერის არჩევნებს, საკრებულოს არჩევნებს. ოპოზიციას არავითარი რესურსი არ აქვს, რომ რაიმე არსებითი კონკურენცია გაგვიწიოს. შეგახსენებთ, რომ წინა არჩევნებზე მეორე ადგილზე გასულ პარტიას მოვუგეთ 900 000-ზე მეტი ხმით, სულ 2 100 000-ზე ნაკლებმა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა არჩევნებში და 900 000-ზე მეტი ხმით მოვუგეთ მეორე ადგილზე გასულ პარტიას. ასეთ პირობებში, გასაგებია, რაც იქნება არჩევნების შედეგები.“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
Previous: ერთადერთი, ვინც პარლამენტს ლეგიტიმაციას ანიჭებს, ეს არის ქართველი ხალხი, არც ვიღაც ბრიუსელის ჩინოვნიკი და არც რადიკალური ოპოზიცია საქართველოში, არ შეიძლება, ქართველი ხალხი ვიღაც სააკაშვილმა, გვარამიამ, გახარიამ და ხაზარაძემ ჩატოვონ საბოტაჟის რეჟიმში

ასევე დაგაინტერესებთ

აღშფოთებულნი რომ არიან დღეს ვიღაცები, ისინი ამ პროტესტში მონაწილეობენ გახარიას მხარდამხარ, რომელმაც გამოიყენა რეზინის ტყვიები და 7 ადამიანს დარჩა მძიმე კვალი ჯანმრთელობაზე, საიდანაც ორმა თვალი დაკარგა, ესეც ხომ ფარისევლობაა

ერთადერთი, ვინც პარლამენტს ლეგიტიმაციას ანიჭებს, ეს არის ქართველი ხალხი, არც ვიღაც ბრიუსელის ჩინოვნიკი და არც რადიკალური ოპოზიცია საქართველოში, არ შეიძლება, ქართველი ხალხი ვიღაც სააკაშვილმა, გვარამიამ, გახარიამ და ხაზარაძემ ჩატოვონ საბოტაჟის რეჟიმში

არც ერთი „ნაცი“ არც ერთ თანამდებობაზე გულისხმობს მათ შორის იმასაც, რომ არც ერთ „ნაცს“ არ უნდა ერქვას საქართველოს პარლამენტის წევრი, დიდი იმედი მაქვს, გახარიას პარტიასაც მოუწევს საპარლამენტო მანდატების დატოვება

თუ არ გინდა, „ქართული ოცნება“ დარჩეს ხელისუფლებაში და ითხოვ რიგგარეშე არჩევნებს, ესე იგი გინდა, „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ ოთხი პარტია მოვიდეს ხელისუფლებაში, მწამებლები, მკვლელები და რეკეტიორები, ორჯერ ორი ოთხია