თბილისში დამოუკიდებელი მედიის მხარდამჭერი მარში იმართება

მოკლედ
· 22 დამოუკიდებელი მედია გადარჩენისთვის საზოგადოებას სთხოვს მხარდამჭერას – ახლადმიღებული რეპრესიული კანონების მიღების შემდეგ მედიაორგანიზაციებს უცხოელი დონორებისგან დაფინანსების მიღების პროცესი გაურთულდა;
· კამპანია “სინათლე არ უნდა ჩაქრეს” დამოუკიდებელი მედიისთვის თანხების მობილიზაციას ისახავს მიზნად – ინტერნეტგამოცემების მხარის დაჭერა შესაძლებელია სპეციალური პლატფორმიდან;
· ჟურნალისტები ამბობენ, რომ ყველა ლარი ახლა მნიშვნელოვანია.
თბილისში, რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის შენობამდე მედიის მხარდამჭერი მარში იმართება. მარში ნაწილია კამპანიისა “სინათლე არ უნდა ჩაქვრეს”, რომელიც საზოგადოების დამოუკიდებელი მედიის პრობლემებზე ყურადღების მიქცევას ისახავს მიზნად და ცდილობს იმის ახსნას, რომ დამოუკიდებელი მედია განადგურების საფრთხის წინაშეა.
“მედიას ვერ გააჩუმებთ, ერთადერთი, ვინც გაჩუმდება, იქნება ქართული ოცნება” – თქვა აქციაზე ჟურნალისტმა ნინია კაკაბაძემ, რომელიც მედიაჩეკერს წამოადგენს.
“დამოუკიდებელი მედიით სუნთქავს დღეს საზოგადოება და დღეს ყველაზე სანდო მედია არის ონლაინ მედია” – უთხრა რადიო თავისუფლებას გამოცემა აპრილის დამფუძნებელმა ხატია ღოღობერიძემ.
ბოლო პერიოდში საქართველოს ხელისუფლებამ დაჩქარებული წესით მიიღო დამოუკიდებელი მედიის შემზღუდავი არაერთი კანონი, რომლებიც თითქმის შეუძლებელს ხდის საზღვარგარეთიდან დონორების მოზიდვას და უცხოური დაფინანსების მიღებას დასავლური ფონდებიდან. როგორც “აგენტების შესახებ” კანონი, ისე ამერიკული “ფარას” ანალოგიით შექმნილი კანონი დამოუკიდებელი მედიის ფინანსურად დასუსტებას აჩქარებს და მათ არსებობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. არცერთი დამოუკიდებელი მედიასაშუალება, რომელიც ამ კამპანიაში მონაწილეობს, უცხოეთის გავლენის აგენტად არ რეგისტრირდება.
მედიის შემზღუდავი კანონების ნაწილი მიმართულია თავად ჟურნალისტური საქმიანობის გართულებაზე – რიგ ადგილებში, მაგალითად, სასამართლოებში აიკრძალა გადაღება. ჟურნალისტები აღარ არიან დაცული წყაროს გაუთქმელობის პრივილეგიით და შესაძლოა, პასუხისმგებლობა დაეკისროთ ისეთ შემთხვევებზე, როცა მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ცილისწამებად ჩათვლის რომელიმე საჯარო პირი.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ავალიანის დედის მიმართვა: ახლა გადმომეცა საქმის მასალები – ვნახე, რომ 26 სექტემბერს ჩამოტვირთა ალექსანდრე გაბაშვილმა გიგა ავალიანის სურათები Facebook-დან… ეს ის დღეა, როცა ნია იმნაძე არ იყო გაკვეთილზე (ვიდეო)

ქეთი მოლაშვილი: წყნეთის პოლიციის უფროსი, დაკავებულია ქრთამის აღების ბრალდებით, მიუხედავად იმისა, რომ ვერც ფაქტი დაუდეს, ვერც მტკიცებულება, ვერც ვიდეოჩანაწერი, უბრალოდ აი ასე, სიტყვაზე დაიჭირეს და ციხეში ჰყავთ, სწორედ გავიგე ხალხო?! ეს იმას ნიშნავს, რომ…

ლალი მოროშკინა: ყველა ნაპრალიდან გამოსულმა გიენამ ცხადად დაგვანახა ის სურათი, თუ რა დღეში ვიქნებოდით, რომ არა ბიძინა ივანიშვილი. ჯანმრთელობა და ულევი სიხარული თქვენ და თქვენს არაჩვეულებრივ ოჯახს!