თბილისში დაკარგულ კაცს ეძებენ

თბილისში დაკარგულ ახალგაზრდა კაცს, დათი გავაშელს ეძებენ. მისი მეგობრები სოციალურ ქსელში წერენ, რომ ის სახლიდან გუშინ, 15 იანვარს, საღამოს, დაახლოებით 17:00 საათზე გავიდა ძაღლთან ერთად.
სამძებრო საქმეებში ჩართულია პოლიციაც.
დაახლოებით ერთი საათის შემდეგ ის კამერებმა დიღმის მასივში, ლიუბლიანას ქუჩაზე დააფიქსირეს. კადრში ჩანს, რომ მას აღარ აცვია ქურთუკი და ქუჩაში მოკლემკლავიანი მაისურით გადაადგილდება.
გავაშელის ცოლი სოციალურ ქსელში წერს, რომ ის ბოლოს ღამის 3 საათზე, დიღმის ტერიტორიაზე ნახეს. გავრცელებული ინფორმაციით, მან თავად დაუბრუნა ძაღლი ნაცნობებს და სთხოვა, მისი ოჯახისთვის მიეყვანათ.
ახალგაზრდა კაცის ოჯახის წევრები მოქალაქეებს მოუწოდებენ, შეატყობინონ ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც მის პოვნაში დაეხმარებათ: 591000220; 500500110; 577555800; 599 15 55 50; 599339338.