თბილისში დაკარგული ორი მოზარდი იპოვეს

თბილისში დაკარგული სკოლის ორი მოსწავლე იპოვეს. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას ოჯახის ახლობლებმა მიაწოდეს ინფორმაცია.
„ორივე ვიპოვეთ, ახმეტელის მეტროსთან იყვნენ. ჯანმრთელად არიან. პოლიციას მოჰყავს. სხვა არაფერი ვიცით, რომ მოიყვანენ, ვნახავთ“, – უთხრა ოჯახის ახლობელმა რადიო თავისუფლებას.
თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ჩიქობავას ქუჩაზე, 31 სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდან ბავშვები გუშინ, 14 აპრილის, დაახლოებით 14:00 საათის შემდეგ აღარ უნახავთ. მათ ძებნაში ჩართული იყო პოლიციაც.