შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ ნაპოვნია დათი გავაშელი, ის დიღმის ტერიტორიაზე იპოვეს. შსს-ს ინფორმაციით, კაცი ჯანმრთელი და უვნებელია.
დაკარგული დათი გავაშელის ცოლი და მეგობრები ახალგაზრდა კაცს 15 იანვრის 17:00 საათის შემდეგ ეძებდნენ. ახლობლების თქმით, ის ლაბრადორის ჯიშის ძაღლთან ერთად დიღმის მასივის ტერიტორიაზე უნდა ყოფილიყო. ახალგაზრდა კაცის პოვნამდე რამდენიმე ხნით ადრე, იპოვეს მისი ძაღლი.
